Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი აცხადებს, რომ პრეზერვატივის გამოყენება „დასაშვებია“


რომის პაპმა პირველად განაცხადა, რომ დასაშვებია პრეზერვატივის გამოყენება შიდსის დაავადების პრევენციისათვის. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლის ამ კომენტარს შეიცავს შაბათს გამოქვეყნებული ნაწყვეტები გამოსაცემად გამზადებული წიგნიდან, რომელშიც თავმოყრილია ბენედიქტე მე-16-ისა კათოლიკე ჟურნალისტ პეტერ ზეევალდის საუბრები. რომის პაპის თქმით, გარკვეულ შემთხვევებში პრეზერვატივის გამოყენება შესაძლოა იყოს „ნიშანი საპასუხო ქმედებისა“, თუმცა მთლიანობაში კათოლიკური ეკლესია სექსუალური ურთიერთობების მიმართ კონსერვატიული მიდგომის ერთგულია. რომის პაპის ამ განცხადებას მიესალმნენ გაეროს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG