Accessibility links

logo-print

აჰმადინეჟადი ირანელს გოგონებს ადრეული ქორწინებისკენ მოუწოდებს


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა მოუწოდა გოგონებს, რათა გათხოვდნენ 16 წლის ასაკაში. ირანის სახელმწიფო პრესას მოჰყავს აჰმადინეჟადის სიტყვები, რომელიც აკრიტიკებს არსებულ სიტუაციას, როდესაც გოგოები საშუალოდ 24-26 წლის ასაკში თხოვდებიან. ირანის პრეზიდენტს შორსმიმავალი გეგმები აქვს ქვეყნის მოსახლეობის სწრაფ ზრდასთან დაკავშირებით და უარყოფს ოჯახის დაგეგმვას, როგორც „დასავლურ იმპორტს“. ოპონენტების თქმით, ასეთი პოლიტიკა კიდევ უფრო გაზრდის უმუშევრობას, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით 9 პროცენტს აღწევს.
XS
SM
MD
LG