Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩავესი აცხადებს, რომ მას მოკვლას უპირებდნენ


ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი ბრალს სდებს მის ერთ-ერთ ოპონენტს, რომ 100 მილიონ დოლარს იხდიდა მისი მკვლელობისათვის. ჩავესს არ მოუტანია რაიმე მტკიცებულება საკუთარი ბრალდების გასამყარებლად, თუმცა განაცხადა, რომ შეთქმულების უკან იდგა პროოპოზიციური სატელევიზიო სადგურ „ვენესუელის გლობოვიზიონის“ მფლობელი გულიერმო ზულოაგა. ჩავესმა მოუწოდა სამართალდამცველებს გაატარონ ზომები ზულოაგას წინააღმდეგ, რომელმაც შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად წელს შეერთებულ შტატებს შეაფარა თავი. ზულოაგა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ პროკურატურა მას დევნის ჩავესის პირდაპირი დავალებით, რომელიც ხშირად სდებს ბრალს ოპონენტებს მისი დამხობის განზრახვისათვის.
XS
SM
MD
LG