Accessibility links

logo-print

ირლანდია თანხმდება დახმარების მიღებას


ირლანდიის მთავრობამ წარადგინა თხოვნა მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის მიღების თაობაზე ევროზონის უმდიდრესი ქვეყნების ფინანსთა მინისტრების მონაწილეობით დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ. ამავდროულად დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის წევრი ფინანსთა მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მოიწვიონ საგანგებო კონფერენცია ირლანდიის გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად. აღნიშნულ ქმედებას მთელი კვირის განმავლობაში წინ უძღოდა ვარაუდები იმაზე, სჭირდება თუ არა ირლანდიას ფინანსური დახმარება ვალების მომსახურებისათვის. ევროზონის ქვეყნები ცდილობდნენ მოეხდინათ ზეწოლა ირლანდიის მთავრობაზე, რადგან თვლიდნენ, რომ ქვეყნის ფინანსურ კრიზისს შეეძლო შეესუსტებინა ევრო და კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა თავად ევროკავშირის მომავალი.
XS
SM
MD
LG