Accessibility links

ავღანეთში არჩევნების შედეგი კიდევ რამდენიმე ოლქში გაუქმდა


ავღანეთის საჩივრების კომისიამ, რომელიც ქვეყანაში გამართული არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებს იკვლევს, არჩევნების შედეგები გააუქმა 19 კანდიდატის შემთხვევაში, რომლებიც გამარჯვებულად ითვლებოდნენ. კომისიის წევრის აჰმად ზია რაფატის თქმით, არჩევნების წინასწარი შედეგები ამ საარჩევნო ოლქებში გაუქმდა გამოძიების დროს გამოვლენილი მრავლობითი დარღვევების გამო. დისკვალიფიცირებული კანდიდატები მიმართავდნენ კანონით აკრძალულ ზომებს, იყენებდნენ გაყალბებულ ბიულეტენებს და ზეწოლას ახდენდნენ ადგილობრივი ხელისუფლების მოხელეებზე. დისკვალიფიცირებულ კანდიდატებს შორის, სააგენტო როიტერსის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის უფროსი ბიძაშვილიც მოხვდა.
XS
SM
MD
LG