Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქებას სამი კაცი ემსხვერპლა


ნატოს ინფორმაციით, ავღანეთის სამხრეთ პროვინცია ყანდაარში სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ოთხი სერიოზულად დაშავდა გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად. დაშავებულები გადაიყვანეს ახლომდებარე ნატოს ძალების სამხედრო ჰოსპიტალში. მომხდარი აფეთქების შედეგებზე პასუხისმგებლობა არც ერთ ექსტრემისტულ ჯგუფს არ აუღია, მიუხედავად იმისა, რომ გზების დანაღმვა თალიბანის ხელწერას ჰგავს. ავღანეთში მომუშავე დაახლოებით 30-მდე საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ მოუწოდა დაპირისპირებულ მხარეებს ყველაფერი იღონონ სამოქალაქო პირების დასაცავად. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკით ამ წელს ავღანეთში უფრო მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა, ვიდრე ყოველ იმ წელიწადში, რაც თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ გავიდა.
XS
SM
MD
LG