Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი განიხილავენ ირლანდიისთვის დახმარების დეტალებს


ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები დღეს იწყებენ მუშაობას ირლანდიისთვის გასაწევი დახმარების დეტალებზე. კვირას ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადეს თანხმობა ირლანდიისთვის სესხის გაცემაზე. ლაპარაკია 80-დან 90 მილიარდ ევრომდე თანხის გაცემაზე იმისათვის, რომ ირლანდიამ დაძლიოს საბანკო და საბიუჯეტო კრიზისი. ვარაუდობენ, რომ ამ გზით, შესაძლებელი გახდება იმ ფინანსური ბაზრების სტაბილიზაცია, რომელზეც ირლანდიის ვალი იყიდება და ამ ბაზრების მიმართ ნდობის დაკარგვის თავიდან აცილება ევროზონის სხვა წევრ ქვეყნებში, კერძოდ, პორტუგალიასა და ესპანეთში.
XS
SM
MD
LG