Accessibility links

logo-print

აშშ-ს აშფოთებს ურანის გამდიდრებაში ჩრდილოეთი კორეის წინსვლა


აშშ-ის წარგზავნილი ჩრდილოეთი კორეის საკითხების თაობაზე აცხადებს, რომ ცნობები ურანის გამდიდრებაში ფხენიანის სწრაფი წინსვლის შესახებ ბოლო ოცი წლის მანძილზე მიმდინარე პროვოკაციების რიგშია. სტივენ ბოსუორთმა ამის შესახებ სეულში, სამხრეთი კორეის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კომენტარის საფუძველი კი გახდა ამერიკელი მეცნიერის განცხადება, რომ ჩრდილოეთი კორეის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას აჩვენეს ურანის გამამდიდრებელი სადგური, სადაც ათასზე მეტი ცენტრიფუგა იყო. ეს კი ჩრდილოეთ კორეას ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.
XS
SM
MD
LG