Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში იმართება ევროკავშირი-უკრაინის სამიტი


ბრიუსელში დღეისთვის დაგეგმილი ევროკავშირი-უკრაინის სამიტის დღის წესრიგში მთავარი თემა, სავარაუდოდ, ენერგეტიკა იქნება. უკრაინა რუსეთის გაზის დასავლეთ ევროპაში ტრანზიტის მთავარი სატრანზიტო მონაკვეთია. კიევსა და მოსკოვს შორის გაზის ფასზე არსებულმა უთანხმოებამ წარსულში ევროპისთვის გაზის მიწოდებაში შეფერხებები შექმნა. ევროკავშირი და უკრაინა განიხილავენ აგრეთვე ასოცირების შესახებ შეთანხმების მომზადების პროცესსაც. ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში ეს ევროკავშირი-უკრაინის პირველი სამიტია.
XS
SM
MD
LG