Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირლანდიის მხრიდან დახმარების მოთხოვნა ევროს და ევროპულ აქციებს აძლიერებს


ევროპულ აქციების ბაზარზე დღეს გააქტიურება აღირიცხა - მას შემდეგ, რაც ინვესტორები გაახარა ირლანდიიდან გავრცელებულმა ახალმა ამბავმა, რომ ქვეყანამ ოფიციალურად ითხოვა ფინანსური დახმარება ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან. ახალმა ამბავმა გააძლიერა ევროც - რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სუსტდებოდა. რამდენიმედღიანი გაურკვევლობის შემდეგ, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ბრაიან კოუენმა, განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ ფინანსური დახმარების მიღებაზე შეიტანა განაცხადი. დახმარების მოცულობა ჯერჯერობით უცნობია - თუმცა, კოუენის განცხადებით, თანხა 100 მილიარდ ევროზე ნაკლები იქნება. ირლანდიას ორმხრივი სესხები ბრიტანეთმა და შვედეთმაც აღუთქვეს - რომლებიც ევროს მოქმედების ზონაში არ შედიან.
XS
SM
MD
LG