Accessibility links

აშშ-ს წარმომადგენელის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ ახალი ინფორმაცია პროვოკაციას წარმოადგენს


ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის მთავარი წარმომადგენლის, სტივენ ბოსვორტის განცხადებით, ინფორმაცია, რომ ფხენიანი სწრაფად წავიდა წინ ურანის გამდიდრების პროცესში, პროვოკაციების ციკლის მორიგ შემთხვევას წარმოადგენს. ბოსვორტი ამ განცხადებით სეულში გამოვიდა - სამხრეთ კორეელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკების შემდეგ. მისი გამოსვლის ფონია ამერიკელი ბირთვული მეცნიერის, ზიგფრიდ ჰეკერის მიერ გაკეთებული განცხადება - რომ ჩრდილოეთ კორეელმა ოფიციალურმა პირებმა მას აჩვენეს ურანის გასამდიდრებელი თანამედროვე ობიექტი, სადაც ათასზე მეტი ცენტრიფუგა მუშაობდა. ბოსვორტის თქმით, ვაშინგტონი ამ სიახლეზე საპასუხოდ თავის რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრობლობას გააგრძელებს. აშშ-ს თავდაცვის მინისტრის, რობერტ გეიტსის განცხადებით, ამ ახალმა ობიექტმა შესაძლოა ჩრდილოეთ კორეას მალე მისცეს იმის საშუალება, რომ კიდევ „რამდენიმე“ ბირთვული დანადგარი შექმნას - რაც იმ რამოდენიმე დანადგარს დაემატება, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, უკვე მის განკარგულებაშია.
XS
SM
MD
LG