Accessibility links

logo-print

გაერო: მილიარდი ადამიანი სამედიცინო მომსახურების გარეშე ცხოვრობს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოში დაახლოებით ერთი მილიარდ ადამიანს არანაირ სამედიცინო მომსახურეობაზე არ მიუწვდება ხელი. ამასთან, სამედიცინო ხარჯების დაფარვა დაახლოებით 100 მილიონ ადამიანს სიღატაკეში აგდებს ყოველწლიურად. ჯანდაცვის სისტემების დაფინანსების შესახებ ახალ ანგარიშში გაეროს ჯანდაცვის უწყება ამბობს, რომ ყველა ქვეყანას - როგორც მდიდრებს, ისევე ღარიბებს - შეუძლია უფრო მეტი გააკეთოს იმისათვის, რომ ყველა მოქალაქე დაზღვეული იყოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წლევანდელ ანგარიშში ჩამოთვლილია ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც ქვეყნებს მეტი დაფინანსების მოსაპოვებლად და ჯანდაცვისთვის ფინანსური ბარიერების მოსახსნელად შეუძლიათ. ანგარიშის თანახმად, ზოგიერთი ქვეყანა მედიკამენტებში სხვებზე ბევრად უფრო დიდ თანხას იხდის. არის შემთხვევები, როცა წამლების ფასი საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელს 67-ჯერ აჭარბებს.
XS
SM
MD
LG