Accessibility links

logo-print

მედიკამენტების შემოტანის და უკანონოდ ვაჭრობის ფაქტზე დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 21 წევრი


თბილისის რამდენიმე აფთიაქის ხელმძღვანელთა დაპატიმრება დღეს ოფიციალურად დაადასტურა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. მისი ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, კონტრაბანდული ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის და უკანონოდ ვაჭრობის ფაქტზე დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 21 წევრი. მათ შორის არიან ფსიქოტროპული აფთიაქების და გადამზიდავი კომპანია "ნეო ტურსის" ხელმძღვანელები. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 16 დაკავებული პირი 20-დან 40 ათას ლარამდე გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხუთს კი, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
XS
SM
MD
LG