Accessibility links

გეიტსი: რუსეთთან შეთანხმების დაუმტკიცებლობას შედეგები მოჰყვება


აშშ-ს თავდაცვის მინისტრის, რობერტ გეიტსის თანახმად, სენატის მხრიდან რუსეთთან ბირთვული იარაღის თაობაზე ახალი შეთანხმების დაუმტკიცებლობას აშშ-სთვის შედეგები მოჰყვება. გეიტსის თქმით, ხელშეკრულების ჩავარდნის შემთხვევაში, აშშ-ს ნაკლები ინფორმაცია ექნება რუსეთის ბირთვულ პროგრამაზე, იმიტომ რომ ადგილზე არ ეყოლება მივლენილი ინსპექტორები. ამასთან, გეიტსის თანახმად, ეს რუსეთის მხრიდან აშშ-სთან რიგ საკითხებში თანამშრობლობასაც ეჭვქვეშ დააყენებს. ხელშეკრულების დამტკიცებას რესპუბლიკელები აყოვნებენ და აცხადებენ, რომ ის მეტ დამუშავებას საჭიროებს.
XS
SM
MD
LG