Accessibility links

logo-print

ჩინეთში დატბორილი მაღაროდან 29-ვე ადამიანი გადაარჩინეს


ჩინეთში მაშველებმა იმ 29-ვე ადამიანის გადარჩენა შესძლეს, რომლებიც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, დატბორილ მაღაროში 24 საათზე მეტხანს იმყოფებოდნენ. სახელმწიფო მედიის ცნობით, გადარჩენილთაგან 22 მაღაროელი იყო, დანარჩენი შვიდი კი ის პირები, რომლებიც პირველი ავარიის შემდეგ მაღაროელთა გადასარჩენად შიგნით ჩაუშვეს - მაგრამ ამოსვლა ვერც მათ შესძლეს. სიჩუანის პროვინციაში მცირე ზომის ბატიანის მაღარო კვირას დილით დაიტბორა.
XS
SM
MD
LG