Accessibility links

ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონი მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა შეცვალა


ავღანეთში დასრულდა საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის როტაცია მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონით. თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 31-ე ბატალიონის მიერ გაწეული სამსახური საერთაშორისო სამშვიდობო მისიის სარდლობამ შეაფასა, როგორც წარმატებული. სამინისტროს ცნობითვე, საქართველოში ჯერჯერობით არ დაბრუნებულა 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, ავღანეთში დაჭრილი ალექსანდრე გითოლენდია, რომელიც მკურნალობას გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში განაგრძობს. თავდაცვის სამინისტრომ დღეს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპული 5 ქართველი სამხედროს ოჯახებს.
XS
SM
MD
LG