Accessibility links

logo-print

სასამართლომდე, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნაციზმში ბრალდებული სამუელ კუნცი


გერმანიის სასამართლოს ცნობით, მართლმსაჯულების წინაშე წარდგომამდე გარდაიცვალა ნაციზმში ეჭვმიტანილი მნიშვნელობით მესამე პირი. ბონის სახელმწიფო სასამართლოს დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ 89 წლის სამუელ კუნცი 18 ნოემბერს გარდაიცვალა. კუნცის მიმართ აღძრული იყო ბრალდებები, რომლებიც ეხება ბელზეცის საკონცენტრაციო ბანაკში ებრაელების ხოცვის მთელ პროცესს: მატარებლებიდან მათი ჩამოყვანით დაწყებული და გაზის კამერებში მათი შეგდებითა და შემდეგ გვამების მასობრივ საფლავებში ჩაყრით დამთავრებული. სასამართლოს ვადა არ ყოფილა დათქმული. შიმონ ვიზენთალის ცენტრის წარმომადგენლის, ნაცისტების ერთ-ერთი მთავარი მაძებრის, ეფრაიმ ზუროვის სიტყვებით, „წარმოუდგენელი იმედგაცრუებაა“ ის, რომ კუნცი სასამართლომდე გარდაიცვალა. მაგრამ, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მის წინააღმდეგ ბრალდება იქნა აღძრული. როგორც ზუროვმა თქვა, „სამართლის პატარა ზომა მაინც იქნა გატარებული.“
XS
SM
MD
LG