Accessibility links

ტარიკ აზიზი ერაყის პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვს


ტარიკ აზიზის - ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის პერიოდში ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის -ადვოკატები აცხადებენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტს თავიანთი კლიენტის შეწყალებას სთხოვენ. ტარიკ აზიზს გასულ თვეში სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. ადვოკატ ჯოვანი დი სტეფანოს თქმით, აზიზის ვექილების ჯგუფი განაჩენის გასაჩივრების ნაცვლად შეწყალებას მოითხოვს. ადვოკატების გადაწყვეტილების ფონია ვატიკანისა და სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგე რამდენიმე ევროპული ორგანიზაციის მიერ გამოთქმული მოწოდება, შეწყალებულ იქნეს აზიზი - ერთადერთი ქრისტიანი ჰუსეინის ახლო გარემოცვაში.
XS
SM
MD
LG