Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დამყარებისკენ ნაბიჯებს დგამს


უკრაინა და ევროკავშირი შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე, რომლითაც კიევმა უნდა იხელმძღვანელოს, უკრაინელებისთვის უვიზო რეჟიმის მოპოვებისთვის. სამოქმედო გეგმაზე მოილაპარაკეს ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, ევროკომისიის ხელმძღვანელ ჟოზე მანუელ ბაროზუსა და ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპეს შორის გამართულ სამიტზე. გეგმის თანახმად, კიევმა მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს სასაზღვრო კონტროლი, მიგრაციის და თავშესაფრის მოპოვების კანონები და სამოგზაურო დოკუმენტაციის დაცვა - რათა ევროპული სტანდარტები დააკმაყოფილოს. ბაროზუმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირს უკრაინაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა აშფოთებს. მისი თქმით, უკრაინის ევროკავშირთან დაახლოვების „სისწრაფე და სიღრმე“ დამოკიდებული იქნება კიევის მხრიდან ევროკავშირის ღირებულებების - დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის - დაცვაზე.
XS
SM
MD
LG