Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, რუსეთთან დაახლოება არ ნიშნავს საქართველოში სტატუს კვოსთან შეგუებას


ნატოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის, ივო დაალდერის განცხადებით, რუსეთთან ნატოს დიალოგი აუცილებელია უთანხმოების გამომწვევი საკითხების, უწინარეს ყოვლისა, საქართველოს საკითხის, მოსაგვარებლად. ამ თემას დაალდერი რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეეხო. ნატოში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელს უსაფუძვლოდ მიაჩნია ვარაუდი, რომ რუსეთმა შესაძლოა, ალიანსის სისუსტედ აღიქვას მასთან მჭიდრო თანამშრომლობისაკენ მისწრაფება მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს დღემდე არ შეუსრულებია საქართველოსთან ომის შემდეგ ნაკისრი ვალდებულებები. ნატოში შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, ალიანსმა მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია ლისაბონში რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან შეხვედრაზეც და დასკვნით კომუნიკეშიც, რომ რუსეთისაგან მოელის სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. დაალდერის განცხადებით, საჭიროა რუსეთთან დიალოგი, რათა ყურადღება გამახვილდეს უთანხმოების გამომწვევ საკითხებზე, ისევე, როგორც თანამშრომლობის გზებზე.
XS
SM
MD
LG