Accessibility links

logo-print

კამბოჯაში დაახლოებით 339 ადამიანი შეიწირა ჭყლეტამ ფესტივალის დროს


კამბოჯის პრემიერ-მინისტრ ჰუნ სენის განცხადებით, დაახლოებით 339 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა ჭყლეტის შედეგად დედაქალქ პნომპენში გამართული ფესტივალის დროს. ჭყლეტა დაიწყო კონცერტის შემდეგ, როცა ხალხი ხიდზე გადადიოდა. დაღუპულების უმრავლესობა, გავრცელებული ინფორმაციით, გაიჭყლიტა, ან დაიხრჩო, როცა ხიდიდან წყალში გადახტომით სცადა თავის გადარჩენა. ოფიციალური პირების ვარაუდით, წყლის სამდღიან ფესტივალზე, რომელიც დღეს დასრულდა, ორ მილიონამდე ადამიანი შეიკრიბა.
XS
SM
MD
LG