Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორეის საზღვარზე საარტილერიო ცეცხლი გაიხსნა


ჩრდილოეთმა კორეამ დასავლეთის საზღვაო საზღვარზე საარტილერიო ცეცხლი გახსნა, რასაც სამხრეთმა კორეამ საპასუხო ცეცხლით უპასუხა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ბი-ბი-სი” ავრცელებს. მოწმეების ცნობით სამხრეთ კორეის კუნძულზე ათობით ჭურვი დაეშვა. ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, რამდენიმე სახლს ცეცხლი გაუჩნდა და ოთხი სამხრეთკორეელი ჯარისკაცი დაშავდა. ”როიტერსის” ცნობით, სამხრეთ კორეის ლიდერები სეულში, მიწისქვეშა ბუნკერში შეიკრიბნენ ინციდენტთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG