Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი კორეა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს ჩრდილოეთს


სამხრეთ კორეის განცხადებით, ჩრდილოეთმა კორეამ ათობით საარტილერიო ჭურვი დაუშინა კუნძულს, რომელიც ორი ქვეყნის სადავო საზღვაო საზღვრის მახლობლად მდებარეობს. შედეგად დაიღუპა ორი ჯარისკაცი, დაიჭრა ათობით სამოქალაქო და სამხედრო პირი. სამხრეთ კორეის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ეს იყო წინასწარ დაგეგმილი იერიში და აშკარა დარღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, რომელმაც ბოლო მოუღო კორეის 1950-53 წლების ომს. მაგრამ, ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, სამხრეთმა გახსნა ცეცხლი, რითაც ფხენიანს აიძულა, მიემართა სამხედრო ზომებისთვის. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი არ არის, რა ზარალი განიცადა სროლის შედეგად ჩრდილოეთმა. საქმე ეხება ერთ-ერთ ყველაზე მწვავე ინციდენტს კორეის ომის დასრულების შემდეგ. შეერთებულმა შტატებმა გადაჭრით დაგმო ჩრდილოეთ კორეის საარტილერიო შეტევა და დაადასტურა მხარდაჭერა სამხრეთ კორეის თავდაცვისადმი. რუსეთი და ჩინეთი გამოვიდნენ მოწოდებით, თავიდან იქნეს აცილებული კონფლიქტის ესკალაცია.
XS
SM
MD
LG