Accessibility links

ავღანეთის პრეზიდენტი უარყოფს ცნობას, რომ შეხვდა მამაკაცს, რომელიც თავს ასაღებდა თალიბანის ლიდერად


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი უარყოფს ცნობას, რომ შეხვდა მამაკაცს, რომელიც თავს ასაღებდა თალიბანის ერთ-ერთ ლიდერად. ეს ცნობა შეერთებული შტატების მედიაში გავრცელდა. კერძოდ, გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იუწყება, რომ მამაკაცი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ თალიბანის მეთაური, მოლა ახტარ მოჰამად მანსურია, სინამდვილეში თვითმარქვია იყო. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, საქმე ეხება მაღაზიის მფლობელს პაკისტანის ქალაქ კუეტიდან. „ნიუ-იორკ ტაიმსს“ ნატოსა და ავღანეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ სამჯერ შეხვდნენ მამაკაცს, რომელიც თავს თალიბანის ლიდერად ასაღებდა, ის ქაბულში ჩაიყვანეს ნატოს თვითმფრინავით და პრეზიდენტის სასახლეში მიიყვანეს კარზაისთან შესახვედრად. კარზაიმ დღეს გამართულ პერს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს მოუწოდა, ნუ აუბამენ მხარს უცხოეთის მედიის „პროპაგანდას“.
XS
SM
MD
LG