Accessibility links

logo-print

სააკაშვილი: "საქართველო არასოდეს გამოიყენებს ძალას რუსეთის ოკუპაციისთვის ბოლოს მოსაღებად"


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სიტყვით გამოვიდა ევროპის პარლამენტის სხდომაზე და განაცხადა, რომ საქართველო არასოდეს გამოიყენებს ძალას რუსეთის ოკუპაციისთვის ბოლოს მოსაღებად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღსადგენად. სააკაშვილის განცხადებით, ის წერილობით შეატყობინებს გაეროს გენერალურ მდივანს, ეუთოს გენერალურ მდივანსა და ევროკავშირის ლიდერებს, რომ საქართველო კისრულობს ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა თავის უკანონოდ გაყოფილ ტერიტორიაზე კონტროლის აღსადგენად იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაეროს ქარტია მას ასეთ უფლებას მიანიჭებდა. „ჩემი დაპირება აქ, თქვენ წინაშე, წარმოადგენს ცალხმრივი წესით პირობის დადებას სახელმწიფოს მიერ, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - განაცხადა სააკაშვილმა ევროპის პარლამენტში გამოსვლისას. მანვე გამოთქვა მოსკოვთან დიალოგისათვის მზადყოფნა და დაადასტურა, რომ საქართველო განაგრძობს ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობას. სააკაშვილმა ისაუბრა აგრეთვე რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში განხორციელდა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ.
XS
SM
MD
LG