Accessibility links

logo-print

ირანის ადამიანის უფლებათა საბჭო: აშტიანის სიკვდილით არ დასჯიან


ირანის ადამიანის უფლებების საბჭოს ხელმძღვანელის, მუჰამედ ჯავად ლარიჯანის თქმით, ქმრის ღალატისთვის სიკვდილმისჯილ ქალს ალბათ შეუნარჩუნებენ სიცოცხლეს. საკინე მუჰამედი აშტიანი რამდენიმე თვის წინ უნდა ჩაექოლათ - მაგრამ მისი საქმის მიმართ საერთაშორისო კრიტიკის გამო განაჩენის აღსრულება გადაიდო. ლარიჯანის თქმით, ადამიანის უფლებათა საბჭომ „ბევრი გააკეთა მისი სასჯელის შესამცირებლად“ - და შანსი, რომ მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ, დიდია.
XS
SM
MD
LG