Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიაში დააკავეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი 15-მდე პირი


ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში დააკავა დაახლოებით 15 ადამიანი. მათი დაკავება უკავშირდება ერაყისა და ავღანეთის ომებისთვის ხალხის გაწვევის კამპანიას. დაკავება მოჰყვა სხვა, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებულ რეიდს. გავრცელებულ განცხადებაში გენერალური პროკურორის ოფისი წერს, რომ პოლიციამ ჩხრეკა გამთენიისას ჩაატარა, ბრიუსელის სხვადასხვა უბანში მდებარე სახლებში. ოპერაციის მიზანი იყო „ტერორისტული მახასიათებლების მქონე ჯგუფის“ გამოვლენა. დაკავებას წინ უსწრებდა ბელგიის ისლამური ცენტრის ირგვლივ სამი წლის მანძილზე წარმოებული გამოძიება, რომელშიც სხვა ქვეყნების საპოლიციო დანაყოფებიც მონაწილეობდნენ. დღეს უფრო ადრე ბელგიამ განაცხადა, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილი ათი ადამიანი დააკავეს ბელგიაში, ნიდერლანდსა და გერმანიაში. გავრცელებული ცნობით, ეს დაკავებები ნაწილი იყო ჩეჩნეთთან კავშირის მქონე ისლამისტური ქსლის ირგვლივ მიმდინარე გამოძიებისა. ეს ჯგუფი ბელგიაში თავდასხმების მომზადებაშია ეჭვმიტანილი.
XS
SM
MD
LG