Accessibility links

logo-print

ავღანეთის ხელისუფლება დღეს გამოაქვეყნებს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს


ავღანეთის ხელისუფლება დღეს აქვეყნებს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს, თუმცა დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ პროვინციაში გამარჯვებულების გამოვლენა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ავღანეთში საპარლამენტო არჩევნები 18 სექტემბერს ჩატარდა. ეს მეორე არჩევნები იყო თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ. არჩევნების შედეგების გამოცხადება დაყოვნდა გაყალბების შემთხვევების გამოძიების მიმდინარეობის გამო. ამ პროცესში საარჩევნო კომისიამ 1 300 000 ხმა (ხმების თითქმის მეოთხედი) გააუქმა. გასულ შაბათ-კვირას კომისიამ წინასწარი შედეგებით გამარჯვებულად გამოცხადებული 19 კანდიდატის დისკვალიფიკაცია მოახდინა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ფაზლ აჰმადმა განაცხადა, რომ ქაბულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ღაზნის პროვინციის შედეგები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. დანარჩენი 33 პროვინციის შედეგები კი დღეს გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG