Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთმა საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოაცხადა


ავღანეთში ოფიციალურმა პირებმა 18 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოაცხადეს. ეს პროცესი გაყალბების ბრალდებების გამოძიების გამო გაჭიანურდა. ბიულეტენების თითქმის ერთი მეოთხედი - 1.3 მილიონი ხმა - უკვე გაბათილდა საარჩევნო კომისიის მიერ. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ფაზელ აჰმად მანავიმ დღეს განაცხადა, რომ წინასწარი შედეგებით გამარჯვებულად მიჩნეული 24 კანდიდატი დისკვალიფიცირებულია.
XS
SM
MD
LG