Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში დააკავეს საბავშვო ბაღების 6 დირექტორი და 7 ბუღალტერი


საქართველოს შსს-ს ცნობით, ქუთაისში დააკავეს საბავშვო ბაღების 6 დირექტორი და 7 ბუღალტერი; დაკავებულმა პირებმა მეწარმეებთან კორუფციული გარიგებით, 2 წლის განმავლობაში მიითვისეს დაახლოებით 2 მილიონი ლარი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბავშვების კვებისთვის გაიცემოდა. საბავშვო ბაღების ხელმძღვანელთა დაკავების გამო, იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ სპეციალური ბრიფინგი მოიწვია და განაცხადა, რომ ქუთაისის ყველა ბაღის გამგე თანამდებობიდან გათავისუფლდება, მოხდება სისტემის რეორგანიზაცია და ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG