Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო კრების წარმომადგენლებმა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს სახალხო შეკრებაში მონაწილეობა შესთავაზეს


წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფმა დღეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს შესთავაზა, დაესწრონ სახალხო შეკრებას, რომელიც ხვალ პარლამენტთან გაიმართება. საინიციატივო ჯგუფმა კრებაში მონაწილეობა შესთავაზა ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფსაც. წარმომადგენლობითი სახალხო კრების მოწვევის ინიციატორებმა მიმართეს ძალოვანი უწყებების თანამშრომლებსაც, შეახსენეს, რომ უკანონო ბრძანების აღსრულება დანაშაულია და მათ პროფესიული და მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG