Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპარლამენტში, სამშაბათს გამოთქმულ ინიციატივას, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალას არასდროს გამოიყენებს, დღეს ოფიციალური კომენტარით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მისი შეფასებით, სააკაშვილის რიტორიკული, მოხდენილი ლიტერატურული ციტატებით სავსე გამოსვლა არაერთგვაროვან შთაბეჭდილებას ტოვებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ერთი მხრივ, თბილისმა თითქოს გაათვითცნობიერა ის, რასაც წლების განმავლობაში უნერგავდნენ რუსეთი და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრები - კერძოდ ის, რომ თანამედროვე მსოფლიოში პრობლემების სამხედრო მეთოდებით გადაწყვეტა დაუშვებელია; ამასთან, როგორც მოსკოვში აცხადებენ, სააკაშვილი ცდილობს საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნოს, რომ რაღაც კონფლიქტი არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის, მაშინ, როდესაც აფხაზ და ოს ხალხთან თბილისის მრავალწლიან კონფლიქტებზე უნდა საუბრობდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების საზეიმო დანაპირების სერიოზულად აღქმა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წერილობით სახეს მიიღებს და იურიდიულად გაფორმდება თბილისსა და ცხინვალს და თბილისსა და სოხუმს შორის.
XS
SM
MD
LG