Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და სამხრეთი კორეა ერთობლივ საზღვაო წვრთნას იწყებენ


აშშ და სამხრეთი კორეა შაბათ-კვირას ერთობლივ საზღვაო წვრთნას ჩაატარებენ - რომლის ფონია გაზრდილი დაძაბულობა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთმა კორეამ სამხრეთი კორეის კუნძული დაცხრილა. სამხრეთ კორეაში აშშ-ის ძალების სარდლობის განცხადებით, წვრთნა ჩრდილოეთ კორეის მიერ სამშაბათს განხორციელებულ შეტევამდე იყო დაგეგმილი. გავრცელებული განცხადების თანახმად, წვრთნა დაადასტურებს აშშ-ს მხარდაჭერას თავისი მოკავშირის - სამხრეთი კორეის - მიმართ. სეული აცხადებს, რომ ორი ჯარისკაცი და ორი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა სამშაბათს, კუნძულ იონპჰენდოზე ფხენიანის მიერ მიტანილ იერიშს.
XS
SM
MD
LG