Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპაციაზე საქართველოს გარდა საერთაშორისო თანამეგობრობაც საუბრობს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაზე საუბრობს არა მხოლოდ საქართველო, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც. თბილისში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ საქართველო-რუსეთის ომის შესახებ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც საქართველოს ორ რეგიონს ოკუპირებულ ტერიტორიებად მოიხსენიებენ. რაც შეეხება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოხსენებას, ნინო კალანდაძის თქმით, მასში ნათქვამია, რომ სავალდებულო წესით რუსეთზე უნდა განხორციელდეს მონიტორინგი ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სადამკვირვებლო მისია უნდა შესრულდეს.
XS
SM
MD
LG