Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთი: მოლდავეთში რუსეთის ჯარის ყოფნა „ანაქრონიზმი და წინააღმდეგობრივი ფაქტორია"


რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონში - დნესტრისპირეთში - რუსეთის ჯარის ყოფნას „ანაქრონიზმი და წინააღმდეგობრივი ფაქტორი“ უწოდა. ამასთან, როგორც ტეოდორ ბაკონსჩიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, ლისაბონის სამიტზე რუსეთმა და ნატომ ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყეს.„ეს ანაქრონიზმი და წინაღმდეგობრივი ფაქტორია. ჩვენ მივესალმებით რუსეთსა და ნატოს შორის ახალი ღიაობის დამყარებას. ბატონი მედვედევი ლისაბონში სათანადო პატივისცემით მიიღეს. არსებობს პოლიტიკური ნება, დასრულებულ იქნეს ცივი ომის ყველა შედეგი - იმ გაყინული კონფლიქტების ჩათვლით, რომლებიც ნატოსა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ურთიერთობის დამყარებასაც აფერხებენ“ - უთხრა მინისტრმა რადიო თავისუფლებას.
დნესტრისპირეთში - რომელსაც მოსკოვი უჭერს მხარს - რუსეთის დაახლოებით 1,000 ჯარისკაცია განლაგებული. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, რუსეთის ძალები იქ საერთაშორისო სამშვიდობო ძალებმა უნდა ჩაანაცვლოს.
XS
SM
MD
LG