Accessibility links

logo-print

გაერო და აშშ მიესალმებიან ავღანეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას


გაერო და შეერთებული შტატები მიესალმნენ ავღანეთში 18 სექტემბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას, რაც რამდენიმე კვირით დაგვიანდა გაყალბების ბრალდებების გამოძიების გამო. ავღანეთის საარჩევნო უწყებამ დღეს გამოაქვეყნა არჩევნების საბოლოო შედეგები 34 საარჩევნო ოლქიდან. დისკვალიფიცირებული კანდიდატების რიცხვი 24-მდე გაიზარდა, მათს შემთხვევებში დარღვევების აღმოჩენის საფუძველზე. ავღანეთში გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა, სტაფან დე მისტურმა განაცხადა, რომ გაერო მიესალმება არჩევნების საბოლოო შედეგების დადასტურებას. ხოლო ავღანეთში შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ და არჩევნების გასაჩივრების კომისიამ კარგად იმუშავეს დამაჯერებელი პროცესის ხელშესაწყობად.
XS
SM
MD
LG