Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში გაიმართა ოპოზიციის აქცია, რომელზეც პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს


მინსკში გაიმართა მიტინგი, რომლის მონაწილეებმაც ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას გადადგომა მოითხოვეს. აქცია სანქცირებული არ იყო. საინფორმაციო სააგენტო ასოშიეიტიდ პრესის ცნობით, მიტინგზე, რომელზეც ოპოზიციის 3000-მდე მხარდამჭერი შეიკრიბა, მისული იყვნენ მილიციელებიც, თუმცა მათ ხელი არ შეუშლიათ დემონსტრანტებისთვის. წარსულში ბელორუსიაში ხშირად იყენებდნენ ძალას, ასეთი აქციების დასაშლელად.
XS
SM
MD
LG