Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქრუაშვილის აზრით, საქართველოში გარდაუვალია სამოქალაქო დაპირისპირება


საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრის, საფრანგეთში ემიგრირებული ირაკლი ოქრუაშვილის აზრით, სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში გარდაუვალია. ამის შესახებ ოქრუაშვილი ამბობს ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს აჩვენეს თბილისში, "ქართული პარტიის" დამფუძნებელ ყრილობაზე. ყრილობის დელეგატებმა ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად, "ქართული პარტიის" თანათავმჯდომარედ დაასახელეს. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე კი მხარი დაუჭირეს სოზარ სუბარის კანდიდატურას. ოქრუაშვილის მტკიცებით, "ქართულ პარტიას" არ სურს სამოქალაქო დაპირისპირება, თუმცა ეს გარდაუვალია. მისი თქმით, "თეთრი ხელთათმანებით ბრძოლას არ აპირებენ", გაზაფხულზე დაიწყებენ ბრძოლას და მას ბოლომდე მიიყვანენ.
XS
SM
MD
LG