Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრულო პოლიციის უფროსი: რუსთაველის გადაკეტვის შემთხვევაში სიტუაციის მიხედვით იმოქმედებს


რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შემთხვევაში, საპატრულო პოლიცია სიტუაციის მიხედვით იმოქმედებს - უთხრა დღეს დაგეგმილ სახალხო კრებასთან დაკავშირებით, ”ინტერპრესნიუსს” თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა გიორგი გეგეჭკორმა. მან აღნიშნა, რომ რუსთაველის ჩაკეტვისას შეფერხდება სატრანსპორტო მოძრაობა, რასთან დაკავშირებითაც საპატრულო პოლიცია სიტუაციის მიხედვით იმოქმედებს. წარმომადგენლობითი სახალხო კრება დღესაა დაგეგმილი, პარლამენტის წინ, 15:00 საათზე. ორგანიზატორები კრებაზე 15 000-ზე მეტი მოქალაქის მისვლას ვარაუდობენ. რუსთაველის გამზირის გადაკეტვასთან დაკავშირებით, გაფრთხილებულია თბილისის მერიაც.
XS
SM
MD
LG