Accessibility links

logo-print

პარლამენტის წინ სახალხო კრება დაიწყო


"ეროვნული ფორუმისა" და სახალხო კრების წარმომადგენლები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან. ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო და მასში ასეულობით ადამიანი მონაწილეობდა. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებს განსაკუთრებული ზომები არ მიუღიათ; რუსთაველის გამზირი კი, ხალხის სიმრავლის გამო გადაკეტილია. სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, სახალხო პატრული გააკონტროლებს სიტუაციას და სიმშვიდის დაცვას უზრუნველყოფს. სახალხო კრების წამყვანი მსახიობი გოგი ქავთარაძეა, რომელმაც განაცხადა, რომ კრებას ლეგიტიმური უფლება აქვს, მიხეილ სააკაშვილს მიტაცებული მანდატი წაართვას და ხალხს დაუბრუნოს. კრებაზე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები - ნინო ბურჯანაძე, კახა შარტავა, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი მელაშვილი, ზვიად ძიძიგური და სხვები.
XS
SM
MD
LG