Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში პროტესტს გამოთქვამენ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების გამო


კიევში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, საგადასახადო კოდექსში ცვლილების წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად. საინფორმაციო სააგენტო ასოშიეიტიდ პრესის ცნობით, 6000-მდე დემონსტრანტმა კარვები აღმართა, კიევში ასეთი აქციების აკრძალვის მიუხედავად. მთავრობის განცხადებით, საგადასახადო რეფორმა აუცილებელია შემოსავლების გასაზრდელად, გასულ წელს ეკონომიკის 15ი პროცენტით შემცირების შემდეგ. დემონსტრანტები კი შიშობენ, რომ ცვლილებები დააზარალებს მცირე ბიზნესს, მისთვის შეღავათების გაუქმებით და პრეზიდენტისაგან მოითხოვენ, ვეტო გამოიყენოს საგადასახადო რეფორმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG