Accessibility links

logo-print

სამხრეთ კორეაში თავდაცვის მინისტრი გადადგა ჩრდილოეთ კორეასთან ინციდენტის გამო


სამხრეთ კორეაში თავდაცვის მინისტრი კიმ ტაე-იუნი გადადგა კრიტიკის გამო, რომელიც მოჰყვა მის ქმედებას სამხრეთ კორეის კუნძულზე ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებული საარტილერიო იერიშით გამოწვეულ კრიზისში. სამხრეთკორეელი პარლამენტარები აცხადებენ, რომ მთავრობა მოუმზადებელი აღმოჩნდა ჩრდილოეთ კორეის მიერ 23 ნოემბერს განხორციელებული თავდასხმისთვის და სამხედრო ძალებმა მეტისმეტად გვიან მიიღეს სროლის საპასუხო ზომები. საარტილერიო იერიშის შედეგად ოთხი სამხრეთკორეელი დაიღუპა, მათ შორის ორი სამოქალაქო პირი. ამასობაში, ფხენიანი დაიმუქრა, რომ ისევ მიმართავს სამხედრო ზომებს, თუ სამხრეთი განაგრძობს „სამხედრო პროვოკაციების გზაზე“ სიარულს. ჩრდილოეთი კორეა სამხრეთს ადანაშაულებს 23 ნოემბრის ინიდენტში - ირწმუნება, რომ სროლა სამხრეთმა კორეამ დაიწყო. დღეს ჩინეთმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-სამხრეთ კორეის დაგეგმილი სამხედრო-საზღვაო წვრთნების გამო.
XS
SM
MD
LG