Accessibility links

logo-print

ილია მეორემ სააკაშვილს სულიერებაზე ზრუნვისათვის მადლობა გადაუხადა


რამდენიმეთვიანი რესტავრაციის შემდეგ ბათუმში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია გაიხსნა. ეკლესიის გახსნის ცერემონიას დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრნენ. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მეთურმა მადლობა გადაუხადა „ სულიერებაზე ზრუნვისთვის“სულიერი პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად ჯვარი აჩუქა. ბერძნული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ძველი იერსახე დაუბრუნდა, 1865 წელს არის აგებული.
XS
SM
MD
LG