Accessibility links

logo-print

ახალ ზელანდიაში მაღაროში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა


ახალ ზელანდიაში, მაღაროში, სადაც რამდენიმე დღის წინ 29 მაღაროელი დაიღუპა, მესამე აფეთქება მოხდა. კომპანია Pike
River Coal-ის ხელმძღვანელმა, ჯონ დოუმ, განაცხადა, რომ მესამე აფეთქებისას არავინ დაშავებულა. აფეთქება სულ რაღაც ხუთი წუთით ადრე მოხდა მანამდე, სანამ შემთხვევის ადგილას მაშველები გარდაცვლილებისთვის წუთიერი დუმილით პატივის მისაგებად შეიკრიბებოდნენ. პირველი აფეთქება მაღაროში ზუსტად ერთი კვირის წინ მოხდა.
XS
SM
MD
LG