Accessibility links

logo-print

ამერიკელი და რუსი კოსმონავტები დაბრუნდნენ დედამიწაზე


რუსი კოსმონავტი და ”ნასას” ორი ასტრონავტი დღეს უსაფრთხოდ დაბრუნდნენ დედამიწაზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან. ”სოიუზის” ხელმძღვანელი ფიოდორ იურჩიხინი და ასტრონავტები - დუგლას ვილოკი და შენონ უოკერი ”სოიუზის” კაფსულით ყაზახეთის ტერიტორიაზე დაეშვნენ. ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში 18 ივნისიდან იმყოფებოდნენ. სადგურში რჩებიან ამერიკელი სკოტ კელი და რუსი კოსმონავტები - ალექსანდრ კალერი და ოლეგ სკრიპოჩკა.
XS
SM
MD
LG