Accessibility links

რუსეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიაში ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ხუთშაბათს სამუშაო ვიზიტით გერმანიას ეწვია. დღეს ის მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და მონაწილეობას მიიღებს გაზეთ ”ზიუდოიჩე ცაიტუნგის” მიერ ორგანიზებულ ეკონომიკურ ფორუმში. ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ამ გაზეთში პუტინის სტატია გამოქვეყნდა, სადაც ის ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე ”ჰარმონიული ეკონომიკური თანამეგობრობის” შექმნის აუცილებლობაზე წერს. პუტინის აზრით, ეს თანამეგობრობა მომავალში თავისუფალი ვაჭრობის ზონაში უნდა გადაიზარდოს. ანგელა მერკელმა მხარი დაუჭირა პუტინის იდეას, თუმცა - გარკვეული პირობებით. მერკელი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად რუსეთმა უნდა აჩვენოს ვაჭრობის ლიბერალიზაციისადმი ერთგულება და გაწევრიანდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში.
XS
SM
MD
LG