Accessibility links

logo-print

რაიო-დე-ჟანეიროში გრძელდება ოპერაცია ნარკომაფიის წინააღმდეგ


რიო-დე-ჟანეიროში დამატებითი სამხედრო შენაერთები განთავსდნენ ქალაქის ჩრდილოეთში მდებარე უბნებში ნარკომაფიასთან საბრძოლველად. ხუთშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, დაჯავშნილი მანქანები დადიოდა ვილა კრუსეიროს უბანში, სადაც ათასობით ჯარისკაცი იყო ჩართული ნარკომაფიის წევრებთან ბრძოლაში. ოპერაცია მოჰყვა ხუთდღიან ძალადობას, რომელსაც, სულ ცოტა, 30 ადამიანი შეეწირა. პოლიცია აცხადებს, რომ კონტროლი დაამყარა მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე, რომელსაც ნარკომაფია აკონტროლებდა. თუმცა ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, როგორ გარბიან შეიარაღებული პირები მეზობელი რაიონებისაკენ. ბრაზილიის თავდაცვის სამინისტრომ, მიმდინარე ოპერაციის მხარდასაჭერად დაამტკიცა დამატებით 800 ჯარისკაცის, 10 დაჯავშნილი მანქანისა და ორი ვერტმფრენის განთავსება.
XS
SM
MD
LG