Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონი „კონსტრუქციულ ნაბიჯად“ აფასებს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კეტრინ ეშტონი „კონსტრუქციულ ნაბიჯად“ და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისაკენ მიმართულ ძალისხმევაში შეტანილ „პოზიტიურ წვლილად“ მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ საქართველო არასოდეს გამოიყენებს ძალას რუსეთის მიერ ოკუპაციისთვის ბოლოს მოსაღებად. ეს პირობა მიხეილ სააკაშვილმა დადო 23 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. ეშტონი თავის განცხადებაში მიესალმება სააკაშვილის გამოსვლას და მიუთითებს დიდ მნიშვნელობაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა, რომელთა დღის წესრიგშიც ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკუთვნის ძალის გამოუყენებლობის საკითხს. იქვე გამოთქმულია ევროკავშირის მზადყოფნა, გააგრძელოს აქტიური მონაწილეობა საქართველოს კონფლიქტის მოგვარებისაკენ მიმართულ ძალისხმევაში.
XS
SM
MD
LG