Accessibility links

ინდოეთში აღნიშნავენ ბომბეიში განხორციელებული თავდასხმების მეორე წლისთავს


ინდოეთი პაკისტანს მოუწოდებს, მართლმსაჯულებას გადასცეს ბომბეიში 2008 წელს მოწყობილი თავდასხმების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირები. დელი ამ მოწოდებით გამოვიდა ბომბეის თავდასხმების მეორე წლისთავთან დაკავშირებით. იერიშებმა სამი დღე გასტანა და 166 ადამიანი შეიწირა. ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ს.მ. კრიშნა პაკისტანს მოუწოდებს, მიმართოს ზომებს თავის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ და მართლმსაჯულებას გადასცეს ბომბეის იერიშების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გასამხედროებული ქსელის, ლაშკარ-ე-ტაიბას წევრები.
XS
SM
MD
LG