Accessibility links

logo-print

პოლონეთი მიესალმა რუსეთის აღიარებას, რომ კატინში ხოცვა-ჟლეტა სტალინის დავალებით შესრულდა


პოლონეთი მიესალმა რუსეთის სათათბიროს განცხადებას, რომ პოლონეთის მოქალაქეთა მიმართ მეორე მსოფლიო ომის დროს მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა, კატინში, სტალინს ბრალდება. პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, გჟეგოჟ სხეტინამ თქვა, რომ განცხადება არის „კარგი ნაბიჯი და მნიშვნელოვანი ნიშანი ორ ქვეყანას შორის ნდობის აღსადგენად“.
რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, დღეს მიიღო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს კატინში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა უშუალოდ სტალინის დავალებით განხორციელდა. დასავლეთ რუსეთში მდებარე კატინში 1940 წელს 20 000-მდე პოლონელი ოფიცერი და საზოგადო მოღვაწე დახოცა საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურმა. მაგრამ საბჭოთა კავშირი ამ დანაშაულს წლების მანძილზე აბრალდება ნაცისტურ გერმანიას. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ დღეს მიღებულ განცხადებაში ნათქვამია ასევე, რომ სტალინური რეპრესიები საბჭოთა მოქალაქეების წინააღმდეგაც იყო მიმართული. განცხადებას მხარი არ დაუჭირა კომუნისტურმა პარტიამ.
XS
SM
MD
LG